რეგისტრაცია

ავტორიზაცია

წესები

 

რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე ხელშეკრულებას.

ვებ-გვერდით სარგებლობით დაინტერესებულ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ

პირს, რომელსაც სურს შეიძინოს ქონება,  უნდა  დარეგისტრირდეს  როგორც მომხმარებელი  კომპანსის ვებ-გვერდზე www.2x2.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ  ის ვალდებულია, გაეცნოს და  დაეთანხმოს  წინამდებარე  ხელშეკრულების პირობებს.

 

   ვებ-გვერდით სარგებლობამდე დარეგისტრირებული პირი ვალდებულია ყურადღებით  გაეცნოს ხელშეკრულების   პირობებს.   რადგან რეგისტრაციის გავლის  შემდეგ, ავტომატურად ექცევით ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში               

  წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ შპს ,,ბითუბი ჯორჯია“ (შემდგომში – ვებ–გვერდი), ,,ბროკერი“ (ვებ-გვერდის ავტორიზებული მომხმარებელი) და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი (შემდგომში - პირი), რომელიც იძენს ქონებას ამ ვებ–გვერდის მეშვეობით. 

 1. ხელშეკრულების საგანი

1.1 წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს 2x2.ge ვებ-გვერდზე რეგისტრირებული პირის მიერ ქონების შეძენა , რომელიც განთავსებულია კომპანიის   ვებ–გვერდზე.  

1.2 ვებ-გვერდზე განცხადებას ათავსებს ბროკერი, რომელიც წარმოადგენს ვებ-გვერდის ავტორიზებულ მომხმარებელს. ბროკერი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებულ ლოტში მითითებული მონაცემების სისწორეზე. 

2. რეგისტრაციის აუცილებელი პირობები

2.1. ქონების შეძენამდე, პირი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ვებ–გვერდზე 2x2.ge.

2.2 ვებ-გვერდზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს და იურიდიულ პირს. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

2.3ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და არის ქმედუნარიანი, სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს:

  • „პირადი ნომრის“,
  • „გვარის“, „სახელის“,
  • „მომხმარებლის სახელი,“
  • „პაროლი,“
  • „საცხოვრებელი მისამართი,“
  • „ელექტრონული ფოსტის მისამართი“
  • „მობილური ტელეფონის ნომერი“.

 

 

2.4. იურიდიული პირი სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს:

  • „საიდენტიფიკაციო ნომრის“,
  • „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის“
  • საფირმო სახელწოდების

ველებს, რის შემდეგაც სისტემის ადმინისტრატორის მიერ ავტომატურად ხდება სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემთა ბაზასთან (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრთან) ინფორმაციის გადამოწმება და მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დაშვება, სადაც იურიდიული პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმის დარჩენილი ველები:

  • „მომხმარებლის დასახელება,“
  • „პაროლი,“
  • „მისამართი,“
  • „ელექტრონული ფოსტის მისამართი“ ,
  • ,,მობილური ნომერი“                                                                                                                                                                                                                                                
  • აღნიშნულის შემდგომ მომხმარებელი ,,გავეცანი წესებს’’ ღილაკის  მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას.   რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მომხმარებელს ეგზავნება ვებ-გვერდის ბმული. აღნიშნული ბმულის გახსნისა და  დადასტურების შემდეგ სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

 

 3.ავტორიზაცია

3.1    www.2x2.ge ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული პირისთვის  ავტორიზაცია შესაძლებელია ავტორიზაციის ღილაკზე ხელის დაჭერით და მოცემული ვალების:

  • ,,მომხმარებლის სახელი“-ს (ელექტრონული ფოსტა)
  • ,,პაროლი’’-ს

შეყვანის გზით.

4. აუქციონის წესებიქონების შეძენის პირობები

4.1. ავტორიზაციის გავლისა და სასურველ აუქციონზე დარეგისტრირების შემდეგ პირის მიერ ქონების შეძენა ხორციელდება შემდეგი ფორმებით: ინტერნეტ აუქციონის ფორმით;

ასევე wwwx2x2.ge ვებ-გვერდის მეშვეობით რეგისტრირებულ პირს შეუძლია ქონების  შეძენა ,,იყიდე ახლავე“ (ე.წ. Buy It Now); If sale; Short sale პირობებით.

  4.2 აუქციონს აქვს შემდეგი სტატუსები:

აუქციონი გამოცხადებულია –  გულისხმობს  სააუქციონო განცხადების განთავსებას სისტემაში  და განთავსებიდან შეთავაზებების მიღების დაწყებამდე აუქციონის მიმდინარეობის ეტაპს;

მიმდინარეობს აუქციონი– აუქციონის მიმდინარეობის ეტაპს, რომლის დროსაც ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ ლოტის შეძენის მსურველს უფლება აქვს წარადგინოს თავისი წინადადება და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ ვაჭრობაში;

გამარჯვებული გამოვლენილია –აუქციონს  ეს სტატუსი ენიჭება ვაჭრობის დასრულებისთანავე როდესაც განხორციელდება შეთავაზება რეგისტრირებული პირის მიერ და მისი შეთავაზება აღმოჩნდება საბოლოო. ასეთი  შეთავაზება  ითვლება საუკეთესო ფასად და პირი, რომელმაც განახორციელა შეთავაზება გამარჯვებულად;

მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – აუქციონის მიმდინარეობის ეტაპი, რომლის დროსაც www2x2.ge ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ ლოტის შეძენის მსურველს უფლება აქვს წარადგინოს თავისი წინადადება და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ ვაჭრობაში;

ხელშეკრულება დადებულია ეს სტატუსი, აუქციონს ენიჭება მას შემდეგ რაც გამოვლინდება გამარჯვებული. მოიცავს პერიოდს შესაბამისი(ნასყიდობა, ქირავნობა, იჯარა ,განვადებით ნასყიდობა) ხელშეკრულების გაფორმებამდე;

დასრულებულია უარყოფითი შედეგით აუქციონს ენიჭება მას შემდეგ, რაც გამარჯვებული არ გადაიხდის შეძენილი ლოტის ღირებულებას და არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას;

აუქციონი ჩაიშალა - ეს სტატუსი, აუქციონს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება, თუ აუქციონი ჩატარდა და დარეგისტრირებული პრეტენდენტებიდან არცერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში;

აუქციონი არ შედგა –  ეს სტატუსი, აუქციონს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება, თუ არავინ არ დარეგისტრირდა აღნიშნულ აუქციონში;

აუქციონი შეწყვეტილია – ეს სტატუსი, აუქციონს შეიძლება მიენიჭოს:

ბროკერის მიერ არასწორი მონაცემების მითითების შემთხვევაში აუქციონზე ვაჭრობის დაწყებამდე;

,,იყიდე ახლავე“ ფუნქციონალის გამოყენებით ლოტის შეძენის შემთხვევაში;

ფორსმაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში;

ლოტის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში;

ლოტის დაყადაღების შემთხვევაში.

4.3. ქონების შეძენის მსურველი ირჩევს 2x2.ge ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული კონკრეტული ბროკერის მიერ განთავსებულ ლოტს და ადასტურებს მონაწილეობის სურვილს. პირი ვალდებულია დაეთანხმოს ლოტზე რეგისტრაციის აუცილებელ სამ პირობას, რომელსაც იგი ხედავს რეგისტრაციის მომენტში და ასევე მიუთითოს სასურველი ფასი შემოთავაზებული ფასის დიაპაზონის ფარგლებში.

4.4. პირს შეუძლია ჩაერთოს აუქციონში და მიიღოს მონაწილეობა ვაჭრობაში, მას შემდეგ რაც დაიწყება აუქციონი .ამისთვის აუცილებელია მან გაიაროს რეგისტრაცია www.2x2.ge ვებ-გვერდზე, შემდეგ დარეგისტრირდეს მიმდინარე  სააუქციონო ლოტზე და დინამიური ბე-ს  და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ ჩაერთოს აუქციონში.

4.5. კონკრეტული ლოტის გვერდზე პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის, ბიჯის ოდენობის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას). აუქციონზე ვაჭრობა გრძელდება 24 საათის მანძილზე და მისი დასრულების დრო მითითებულია შესაბამისი ლოტის აუქციონის გვერდზე.

4.6. პირის მიერ ბიჯის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ბიჯის დადება შესაძლებელია ნებისმიერი სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი მომდევნო  „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. ბიჯის ოდენობა შეადგენს  ლოტის მინიმალური ღირებულების 2%-ს.

        4.7. ქონების განკარგვაში იგულისხმება ქონების გაყიდვა (მათ შორის განვადებით), იჯარით გაცემა/გაქირავება.

         4.8. პირი თავად ახორციელებს 2x2.ge ვებ–გვერდზე განთავსებული სააუქციონე ლოტზე, ინფორმაციის გადამოწმებას, მათ შორის ბროკერთან.

         4.9 ურთიერთობა ბროკერს, ქონების მესაკუთრესა და აუქციონში გამარჯვებულს/აუქციონში მონაწილეს შორის რეგულირდება 2x2.ge ვებ-გვერდისგან დამოუკიდებლად , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 4.10. 2x2.ge ვებ-გვერდზე განთავსებული ქონების შეძენის შემთხვევაში, პირის მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორების ღირებულებაში. დამარცხებულ პრეტენდენტს გადახდილი ბე-ს თანხა უბრუნდება უკან აუქციონის დასრულებიდან 3 საბანკო დღის განმავლობაში. 

       4.11. ინტერნეტ აუქციონი:

4.11.1 პირსა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აუქციონში:

ა)იხდის აუქციონში მონაწილეობის  საფასურის 50 ლარს  ბ)ბალანსიდან ექვითება სგარანტიო თანხა ( ბე)  ლოტის ღირებულების 10%  და ბოლოს  გ) აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში დამატებით იხდის მომსახურეობის საკომისიოს-რაც შეადგენს აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო ფასის- 3 % უძრავი ქონების ნასყიდობისა და იჯარით აღების შემთხვევაში, ხოლო უძრავი ნივთის დაქირავების შემთხვევაში პირი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი თვის ქირა, საიდანაც 20 % არის www.2x2.ge ვებ-გვერდის მომსახურეობის საკომისიო.

პირი   დაეთანხმება  ამ პირობებს აღნიშნული თანხის დაქვითვა მოხდება მისი ბალანსიდან.

 4.11.2 ინტერნეტ აუქციონზე გამოტანილ ლოტს განსაზღვრული აქვს საწყისი ფასი და მინიმალური ფასი  კლასიკური და დაღმავალი აუქციონის შემთხვევაში. აღმავალი აუქციონის დროს კი განსაზღვრულია მხოლოდ მინიმალური ფასი. აუქციონის მიმდინარეობის დრო 24 საათი. 

4.11.3. კლასიკურ ინტერნეტ აუქციონზე გამოტანილ ლოტს განსაზღვრული აქვს საწყისი ფასი და მინიმალური ფასი. ლოტზე დარეგისტრირებულ პრედედენტებს შეუძლიათ ყოველ 5 წუთში დააფიქსირონ სასურველი შეთავაზება, რომელიც უნდა იყოს წინა შეთავაზებაზე მეტი. კლასიკურ აუქციონში გამარჯვებულია ის პრედედენტი, რომელიც ყველაზე მაღალ შეთავაზებას განახორციელებს.  აუქციონში ჩართვამდე   მონაწილე პირი ვალდებულია გააკეთოს სასურველი შეთავაზება   მოცემული თანხის დიაპაზონის ფარგლებში.

4.11.4 . დაღმავალ ინტერნეტაუქციონზე გამოტანილ ლოტს განსაზღვრული აქვს საწყისი ფასი და მინიმალური ფასი. თუ აუქციონის გახსნიდან 5 წუთის განმავლობაში არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს, ლოტის საწყისი ღირებულება იწყებს კლებას კლების ბიჯის შესაბამისად მინიმალურ ფასამდე, ხოლო თუ რომელიმე მონაწილე დააფიქსირებს ბიჯს, შესაბამისად ხდება ბიჯის მატება. ბიჯების კლება/მატება ხორციელდება ყოველ 5 წუთში. იმ შემთხვევაში როდესაც მონაწილე აფიქსირებს ბიჯს ლოტის მინიმალურ ფასამდე, ვაჭრობა გრძელდება ბიჯის მატების გზით, ხოლო თუ არ დაფიქსირდება მომდევნო ბიჯი 5 წუთის განმავლობაში, მონაწილე ცხადდება გამარჯვებულად. აუქციონში ჩართვამდე  მონაწილე პირი ვალდებულია გააკეთოს სასურველი შეთავაზება   მოცემული თანხის დიაპაზონის ფარგლებში.

4.11.5 აღმავალ ინტრენეტ აუქციონზე გამოტანილ ლოტს განსაზღვრული აქვს მინიმალური ფასი. აუქციონი იწყება საგარანტიო თანხის(ბე) ღირებულებიდან, რომელიც არის მინიმალური ღირებულების 10 %. მონაწილეებმა უნდა დააფიქსირონ  შემოთავაზებული საგარანტიო თანაზე მეტი ღირებულება. თუ აუქციონის გახსნიდან 5 წუთის განმავლობაში არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს მაშინ აუქციონი იწყებს აღმასვლას მინიმალურ ფასამდე. თუ ამ დროის განმავლობაში არ მოხდება არცერთი პრედეტენტისგან ბიჯის დადება აუქციონი დასრულდება როდესაც ღირებულება მივა მინიმუმ ფასამდე. აუქციონში ჩართვამდე  აღმავალი აქუციონის მონაწილე პირი ვალდებულია გააკეთოს სასურველი შეთავაზება   მოცემული თანხის დიაპაზონის ფარგლებში.

4.11.6 . რევერსული აუქციონის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს   www.2x2.ge ვებ-გვერდზე  დაწყებლ ინტერნეტაუქციონში. ამისთვის აუცილებელია მან გაიაროს რეგისტრაცია www.2x2.ge ვებ-გვერდზე და დარეგისტრირდეს შესაბამის ლოტზე. ასევე აუცილებელია დაეთანხმოს იმ სამ პირობას, რომლის შეთავაზებაც ხდება აუქცნიოში მონაწილების მისაღებად. აუქციონში ჩართვამდე მონაწილე პირი ვალდებულია გააკეთოს სასურველი შეთავაზება   მოცემული თანხის დიაპაზონის ფარგლებში.

4.11.7. იმ შემთხვევაში როდესაც მონაწილე აფიქსირებს ბიჯს ლოტის მინიმალურ ფასამდე, ვაჭრობა გრძელდება ბიჯის მატების გზით, ხოლო თუ არ დაფიქსირდება მომდევნო ბიჯი 5 წუთის განმავლობაში, მონაწილე ცხადდება გამარჯვებულად.

4.11.7. აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. სისტემა ავტომატურად აჩენს მონაწილეთა ვინაობას, პირად ნომერსა და მათ მიერ დაფიქსირებული ბიჯის ოდენობას.

4.11.9. აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

4.11.10. გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია ქონების საფასური გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ვებ-გვერდის საბანკო ანგარიშზე. მითითებულ ვადაში ლოტის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მონაწილე ცხადდება დამარცხებულად და კარგავს მის მიერ წინასწარ შეტანილ ბეს, ხოლო აუქციონს ენიჭება სტატუსი ,,დასრულებულია უარყოფითი შედეგით“.

4.11.11. გამარჯვებული პირის მიერ თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში მასა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

4.12.,,Buy It Now" (იყიდე ახლავე)

4.12.1 აუქციონზე გასაყიდი ლოტი შესაძლებელია, გამოტანილ იქნეს ,,Buy It Now" პირობით, რის თაობაზეც კეთდება შესაბამისი აღნიშვნა ლოტზე. ,,Buy It Now" პირობით ლოტის ღირებულებას ადგენს და უთითებს ბროკერი. დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, ლოტზე მონაწილეობის თანხის 50 ლარის და საგარანიო თანხის (ბე) წინასწარ გადახდის შემდეგ, შეიძინოს ქონება დაუყონებლივ ,,იყიდე ახლავე''-ს (ე.წ. ,,Buy It Now") დადგენილ ფასად და შესაბამისად არ დაელოდოს ინტერნეტ აუქციონის დაწყებას.

4.12.2 „იყიდე ახლავე“/“Buy It Now“-ს პირობით ქონების შეძენა შესაძლებელია აუქციონის დაწყებამდე 5 წუთით ადრე. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ,,buy it now” ფუნქცია ითიშება.

4.12.3 გამარჯვებულად ცხადდება ის მონაწილე ვინც პირველი დააფიქსირებს ,,buy it now” პირობით შეთავაზებულ ფასს და გადარიცხავს შესაბამის თანხას ვებ-გვერდის საბანკო ანგარიშზე 10 კალენდარული დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში ლოტი იხსნება აუქციონიდან, აუქციონი ცხადდება შეწყვეტილად და სხვა დანარჩენ მონაწილეებს უკან უბრუნდებათ გადახდილი ბეს თანხა და აუქციონში მონაწილეობის საფასური 3 საბანკო დღის ვადაში.

4.13. If sale:

4.13.1 კონკრეტული ლოტი შესაძლებელია შეიცავდეს ქონების რეალიზაციის შესაძლებლობას IF sale პირობით, რაც გულისხმობს შემდეგს: იმ შემთხვევაში, თუ ლოტი არ გაიყიდა აუქციონზე მინიმალურ ფასად, ქონების მესაკუთრის თანხმობით ხდება ლოტის ღირებულების დაკლება საბოლოო ფასამდე და აუქციონში მონაწილეებს უფლება აქვთ, გააგრძელონ ვაჭრობა. ასეთ შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აჩენს მონაწილეთა რაოდენობას.

4.13.2. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში აუქციონი არ ითვლება დასრულებულად. ქონების მესაკუთრეს უფლება აქვს, if sale პირობით აუქციონის დასრულებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში უარი თქვას შეთავაზებულ ფასად ლოტის გაყიდვაზე, ან განსაზღვროს საკუთარი ფასი და მონაწილის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში აუქციონი ჩაითვლება დასრულებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით და მონაწილეებს უკან უბრუნდებათ გადახდილი ბეს თანხა 3 საბანკო დღის ვადაში.

4.13.3. ლოტზე განთავსებული ქონების მესაკუთრის თანხმობა არ არის საჭირო და მონაწილე ითვლება ავტომატურად გამარჯვებულად, თუ ამ უკანასკნელის მიერ შეთავაზებული ფასი აღემატება ლოტის თავდაპირველ საწყის ღირებულებას ან მინიმალურ ღირებულებას. ასეთ შემთხვევაში პროცედურა ხორციელდება10.6 პუნქტის შესაბამისად. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილე კარგავს მის მიერ გადახდილ ბეს თანხას. დანარჩენ მონაწილეებს უკან უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს თანხა 3 საბანკო დღის ვადაში.

14.13.4. გამარჯვებული პირის მიერ თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში მასა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

4.15. Short sale:

4.15.1. აუქციონზე short sale პირობით ლოტი იყიდება მისი ვებ-გვერდზე განთავსებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4.15.2. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირველ რიგში იხდის აუქციონში მონაწილეობის საფასურს 100 ლარს. აუქციონში მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საგარანტიო თანხა/ბე ან წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე. მომხმარებელს უფლება აქვს მონაწილეობის საფასური და საგარანტიო თანხა/ბე გადაიხადოს აუქციონის დასრულებამდე ნებისმიერ დროს და მიიღოს მონაწილეობა ვაჭრობაში.

4.15.3. აუქციონზე ბიჯებს შორის ხანგრძლივობაა 5 წუთი და გრძელდება 24 საათის მანძილზე. აუქციონში იმარჯვებს ის პირი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“

4.15.4. თუ გამარჯვებული მონაწილე აუქციონის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხდის თანხას, ითვლება რომ აუქციონი დასრულდა უარყოფითი შედეგით და იგი კარგავს გადახდილ საგარანტიო თანხას(ბე).  დანარჩენ მონაწილეებს უკან უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი საგარანიო თანხა (ბე)ინტერნეტ ვაჭრობის დასრულებიდან 3 საბანკო დღის ვადაში.

4.15.5. აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს (გარდა short sale-ისა), რომელსაც გადახდილი აქვს საგარანტიო თანხა/ბე ან წარმდგენილი აქვს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, შეუძლია აუქციონის დაწყებამდე 2 სამუშაო დღით ადრე ვებ-გვერდის მეშვეობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე. ასეთ შემთხვევაში მას სრულად უბრუნდება უკან გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე. გადახდილი აუქციონში მონაწილეობის საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ანგარიშსწორების პირობები

5.1. შეძენილი ლოტის საფასურის გადახდა ხორციელდება ლოტის შემძენის მიერ თანხის ვებ-გვერდის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით. თანხის ვებ-გვერდის ანგარიშზე განთავსების შემდეგ ეს უკანასკნელი ახორციელებს შემდეგ ტრანზაქციებს: 1) ურიცხავს ქონების მესაკუთრეს რეალიზებული ქონების საფასურს; 2) ურიცხავს ბროკერს მისი მომსახურების საკომისიოს. აღნიშნული ტრანზაქციების განხორციელებისათვის ვებ-გვერდის საკომისიო შეადგენს ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ლოტის საბოლოო ფასის 3%-ს, ხოლო ქირავნობის შემთხვევაში დამქირავებელი წინასწარ იხდის ქირავნობის ერთი თვის ღირებულებას, საიდანაც 80 % ბროკერის მომსახურეობის და 20 %   2x2.ge მომსახურეობის საკომისიო.

  5.2. უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება

5.2.1. აუქციონში კონკრეტულ ლოტზე მონაწილეობისათვის გადახდილი მომსახურების საფასური;

5.2.2. თუ გამარჯვებული მონაწილე შესაბამისი ტიპის აუქციონის დასრულებიდან თანხის გადახდისათვის დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების სრულ ღირებულებას, მის მიერ გადახდილი გარანტიის თანხა/ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;

5.2.3. თუ მონაწილე გარანტიის თანხა/ბე-ს გადახდის შემდეგ აღარ მიიღებს მონაწილეობას აუქციონში და აუქციონს მიენიჭა სტატუსი ,,აუქციონი ჩაიშალა“, მის მიერ გადახდილი გარანტიის თანხა/ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება

5.2.4. წინამდებარე წესის 5.2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მითითებული თანხები რჩება ვებ-გვერდის საკუთრებაში.

5.2.5. შეძენილი ქონების რეგისტრაცია/გადაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის ქონების შემძენი, ხოლო უფლების შეზღუდვის გაუქმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის ქონების მესაკუთრე.

 6.მხარეთაუფლებებიდა ვალდებულებები

 6.1. ვებ-გვერდი უფლებამოსილია:

6.1.1. შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, ვებ–გვერდზე ქონების განთავსების წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს, რის თაობაზეც განათავსებს განცხადებას ვებ-გვერდზე ცვლილებების განხორციელებამდე 1 კვირით ადრე. ცვლილებას/ცვლილებებს ძალა ექნება მას შემდეგ, როდესაც ისინი ოფიციალურად განთავსდება ვებ-გვერდზე;

6.1.2. შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, პირის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს;

6.1.3. შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია და ვებ-გვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად მოქმედებს;

6.1.4. გააკონტროლოს ყველა მოქმედება პირის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;

6.1.5. ვებ-გვერდზე განთავსებულ განაცხადში შეიტანოს გრამატიკული შესწორებები, რომელმაც არ უნდა გამოიწვიოს განაცხადის ტექსტის შინაარსის ცვლილება.

6.2. ვებ-გვე რდი ვალდებულია:

6.2.1. დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

6.2.2. ქონების შეძენის მსურველი პირი ვალდებულია:

6.2.3. გადაიხადოს მომსახურების ღირებულება;

6.2.4. ვებ-გვერდი იტოვებს უფლებას, როგორ ბროკერის, ასევე აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ მნიშვნელოვანი დარღვევ(ებ)ის შემთხვევაში, გააუქმოს მათ მიერ განთავსებული ინფორმაცია და/ან მათი ანგარიში ვებ–გვერდზე.

 7.ფორს-მაჟორი

7.1    ხელშეკრულების პირობების დარღვევა ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას. ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, ფორსმაჟორულ გარემოებათა დასრულების შემდეგ.

 8.მხარეთაპასუხისმგებლობა

8.1. მხარეები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის სისწორეზე.

8.2. ვებ-გვერდი პასუხს არ აგებს განსაკარგი ქონების კანონიერებაზე.

8.3 .ვებ-გვერდი არ მონაწილეობს ბროკერს, ქონების მესაკუთრესა და ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებში.

8.4. კომპანია არ აგებს პასუხს ვებ–გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

8.5. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მიყენებული ზიანისთვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 9.კონფიდენციალურობა

9.1. პირი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

9.2. აკრძალულია ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემული პარამეტრების გაყალბება და ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9.3 პირი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, პირმა ის უნდა შეცვალოს.

 10. მოქმედი კანონმდებლობა

10.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

10.2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

 11. დამატებითი პირობები

11.1 კომპანიას მხრიდან პირისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

 .